წმინდა ქეთევან (Γεωργιανά, Georgian)

რჩევა დაქორწინების მსურველთ. წმიდა იოანე ოქროპირი (Γεωργιανά, ქართულ ენაზე)

 წმინდა  იოანე ოქროპირის საფლავი

წმინდა იოანე ოქროპირის საფლავი

შეგაგონებთ დაქორწინების მსურველთ – უდიდესი წინდახედულებით მოეკიდეთ ამ საქმეს; გირჩევთ, ცოლის შერთვის წინ მიმართოთ ნეტარ პავლეს, წაიკითხოთ მისი კანონები ქორწინების შესახებ და წინასწარ შეიტყოთ, რას ავალებს იგი კაცს, თუ მას ანჩხლი, მზაკვარი, ლოთი, ჭორიკანა, უგუნური ან სხვა მსგავსი ნაკლის მქონე ცოლი შეხვდება, და ამის მერე იფიქროთ ქორწინებაზე. Διαβάστε την συνέχεια του άρθρου »

ოთხშაბათს გარდაიცვალა ბერი იოსებ ვატოპედელი (Georgian, Γεωργιανά)

ერთ-ერთი თანამედროვე მთაწმინდელი ბერი იოსებ ვატოპედელი ოთხშაბათს, 2009 წლის 1 ივლისს, 2:30 წთ-ზე გარდაიცვალა.

ყველანი მას მიიჩნევენ თანამედროვე წმინდანად.მისი მოძღვრის იოსებ ისიხასტის ლოცვა-კურთხევით, მან თავის ირგვლივ შემოიკრიბა მრავალრიცხოვანი საძმო. ბევრჯერ უსამართლოდ მოექცნენ და ცილი დასწამეს, მაგრამ არასდროს დაუჩივლია და ვინც მას ახლოს იცნობდა, მიხვდნენ მის დიდ სიწმინდეს. ბერი იოსები დაიბადა 1921 წლის 1 ივლისს, წმინდა უვერცხლოთა ხსენების დღეს(ახალი სტილით). Διαβάστε την συνέχεια του άρθρου »

ბრმის კვირა (Γεωργιανά, Georgian)

Tiflosმთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

ბრმის კვირა

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო!

დღევანდელ კვირა დღეს ეკლესია ბრმის კვირას უწოდებს, რადგან იხსენიებს მაცხოვრის მიერ შობიდან ბრმის განკურნების სასწაულს. ამის შესახებ სახაერება მოგვითხრობს შემდეგს: იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების უკანასკნელ წელს მიდიოდა გალილეიდან იერუსალიმში ტაძრის განახლების დღესასწაულზე. გზაზე მან დაინახა კაცი – შობიდან ბრმა. ეს იყო ყველასათვის ცნობილი ღატაკი, რომელიც იჯდა ქუჩაში და მოწყალებას თხოულობდა. მოციქულებმა ჰკითხეს მასზე იესოს: „მოძღვარო, ვინ სცოდა, ამან, თუ მშობელთა მისთა… Διαβάστε την συνέχεια του άρθρου »