დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა (31 აგვისტო / 13-09-408)

Εικόνα από το αγιογραφείο τς Ιεράς Μεγίστης Μονής Βατοπαιδίου

დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ტაძარში აღესრულა იმპერატორ არკადიუსის (395-408) დროს. ეს დიდი სიწმიდე, გადმოცემით, თავად ღვთისმშობელს ჩაუბარებია თომა მოციქულისათვის, შემდგომ კი მემკვიდრეობით გადაეცემოდა კეთილმსახურ ქრისტიანებს. მრავალი წლის შემდეგ, ლეონ ბრძენის (886-912) ზეობისას, ღვთისმშობლის სარტყელმა სასწაულებრივად განკურნა ბოროტი სულით შეპყრობილი იმპერატორის მეუღლე ზოია. აიკითხეთ გაგრძელება…

დედოფალს გამოცხადებით ეუწყა, რომ სნეულებისაგან ღვთისმშობლის სარტყლის შეხებით განიკურნებოდა. იმპერატორმა პატრიარქს დახმარება სთხოვა. მღვდელმთავარმა გახსნა დაბეჭდილი კიდობანი, რომელშიც სიწმიდე ინახებოდა, სნეულ დედოფალს შეახო და იგი მაშინვე განიკურნა. სამადლობლად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი ილოცეს, შემდეგ კი სიწმიდე კვლავ კიდობანში ჩააბრძანეს.

აღსრულებული სასწაულის აღსანიშნავად დაწესდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყლის დადების დღესასწაული.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

წყარო



Αρέσει σε %d bloggers: