ემილიოს პოლიღენისი ვატოპედის არ არსებული ე.წ. სკანდალი

 

ემილიოს პოლიღენისი

ვატოპედის არ არსებული ე.წ. სკანდალი


ბევრი რამ მიანიშნებს იმას, რომ პოლიტიკური ინტრიგები და სხვა შავბნელი მიზნები არის მიზეზი იმისა, რომ ე.წ. ვატოპედის სკანდალის თემა დღემდე აქტუალურია. ეს ხალხი, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის ცილს სწამებს მართლმადიდებლობას, ათონის წმინდა მთას და საბოლოო ჯამში საბერძნეთს. ძალიან ბევრს დღემდე აინტერესებს: წაიკითხეთ გაგრძელება…

სად არის ქრთამის მიცემის და მოსყიდვის ფაქტები?

რომელია ის ოფშორული კომპანიები, რომელთაც თითქოსდა ფლობს ვატოპედის მონასტერი?

სად არის ე.წ. “პოლიტიკური ფული”?

ისინი ამბობენ ეს დანაშაულია!!!! მაგრამ ჩვეულებრივ შემთხვევებში ჩვენ აღმოვაჩენთ დანაშაულს და შემდეგ ვეძებთ დამნაშავეებს. ამ შემთხვევაში კი პირიქით, ჩვენ ჯერ აღმოვაჩინეთ “დამნაშავეები” და ახლა ვიძიებთ დანაშაული იყო თუ არა ჩადენილი!!!!!!! სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

ორი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ვატოპედის მოვლენები დაიწყო. ჩვენ უკვე გვაქვს ხუთი საგამოძიებო კომიტეტის მიერ ფანტასტიკურად სანიმუშოდ შესრულებული სამუშაოს შედეგები მაგრამ მათში ქრთამის მიცემის და მოსყიდვის შემთხვევები რატომღაც არ ჩანს. ახალა მათი ყურადღება კონცენტრირებულია წყალსატევებსა და დიდ ტბებზე, მათ ჰგონიათ ჩვენ ადვილად “შევჭამთ” იმ ბალახს რაც ამ ტბებისა და გუბურების გარშემო ამოდის, მიმიხვდით ალბათ რასაც ვგულისხმობ!

რა დასკვნა დადეს საგამოძიებო კომიტეტის ექსპერტებმა და რატომ ჩქმალავენ ამ დასკვნებს ასე საგულდაგულოდ? ბოლოს და ბოლოს იყო თუ არა ქრთამის მიცემის და მოსყიდვის შემთხვევები?

ბატონი პანაღიოტის მანტუვალოსისადმი (რომელიც გახლავთ არალეგალური შემოსავლების საწინააღმდეგო კომიტეტის და აგრეთვე ატიკის რეგიონის სპეციალურ გამოძიებათა მე-5 ქვეკომიტეტის თავმჯდომარე) კომიტეტის წინაშე გამოსვლისას დაისვა კითხვა: გამოძიების მიერ დადასტურდა თუ არა ვატოპედის მონასტრის მიერ ქრთამის მიცემის და მოსყიდვის ფაქტები. ბატონმა მანტუვალოსმა უპასუხა: “ასეთი ფაქტები არ დასტურდება”

ახლა ოფშორული კომპანიები . . .

რომელია ის ყბადაღებული ოფშორული კომპანიები რომელსაც ვატოპედის მონასტერი ფლობს? ამ კითხვაზე ბატონმა მანტუვალოსმა შემდეგი განმარტება გააკეთა: “კომპანიები რომლებსაც ვატოპედის მონასტერი ფლობდა არ არიან ოფშორული, არამედ კვიპროსული კომპანიებია”

ჰმ, “არ არიან ოფშორული” რა საინტერესოა! მაგრამ აქვე საჭიროა განმარტება, რომ არც ერთ აღნიშნულ კვიპროსულ კომპანიაში ვატოპედის მონასტერი წილს არ ფლობს.

ამის შემდეგ ბატონმა მანტუვალოსმა მოახსენა კომიტეტს, რომ ყველა თანხა, რომელსაც განკარგავდა მონასტერი არის ლეგალური. “ფაქტების შესწავლის შემდეგ დადგინდა ყველა ამ თანხის წარმომავლობა”. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა თანხების მიმართვა იმ კომპანიებისაკენ რომელთა მფლობელები კერძო პირები არიან, რომელთანაც მონასტერს არაპირდაპირი ურთიერთობა აქვს, ბატონმა მანტუვალოსმა უპასუხა: “ამაზე აკრძალვა არ არსებობს”

დასკვნა: არავითარი “შავი ფულის” მოძრაობა და ოფშორული კომპანიების ფლობა მონასტრის მიერ არ არსებობს. სხვათა შორის, ვატოპედის მონასტერი ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით საფუძვლიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება თვით წმინდა მთის სხვა მონასტერთაგან. ყველა მორწმუნე და მთლიანად ეკლესია აღიარებს ვატოპედის საძმოს დიდ ისტორიას და სულიერ ტრადიციებს და ასეც იქნება მომავალში.

უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო კომიტეტის მიერ დადგინდა, რომ არც მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ეფრემს და არც მონაზონ არსენის არ გააჩნიათ საბანკო ანგარიშები, ასევე ნუ დაგვავიწყდება რაც მამა ეფრემმა საჯაროდ განაცხადა სატელევიზიო პროგრამა Fakelloi-ის წამყვანთან ბატონ პაპაჰელასთან: “თუ თქვენ აღმოაჩენთ ერთ ევროს მაინც ჩემს ჯიბეში ან საბანკო ანგარიშზე, მზად ვარ მთელი დარჩენილი ცხოვრება ციხის საკანში გავატარო”.

ასევე აღსანიშნავია მონაზონი არსენის სიტყვები, რომელიც მან საგამოძიებო კომიტეტის მისამართით განაცხადა: “თუ თქვენ აღმოაჩენთ ერთ ევროს მაინც ჩემს ჯიბეში ან საბანკო ანგარიშზე მას შემდეგ, რაც წმინდა მთის მონაზონი გავხდი, პატიოსან სიტყვას გაძლევს ხვალ დილიდანვე მოვძებნი ჩემს გზას ციხის საკნისაკენ”.

ახლა პოლიტიკური ფული!

ზოგიერთი პოლიტიკური პარტია კვლავ ცდილობს გაურკვევლობაში დარჩეს ე.წ. “პოლიტიკური ფულის” საკითხი, მაშინ როდესაც ყველამ იცის სიმართლე და არც მალავენ ამას ერთმანეთთან საუბრისას. როგორ შეეძლოთ დაეშვათ მათ ის, რასაც თვითონ სჩადიან ერთმანეთთან სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით, რომ იგივეს სჩადიოდა ათონური მონასტერი!!! სასაცილოა, რომ ბევრი მათგანი პირადად სტუმრობდა ვატოპედის მონასტერს და ათონის მთას, და მათთვის კარგად ნაცნობია საძმოს პატიოსნება. ალბათ ამ პოლიტიკოსებმა გაიაზრეს რომ ყველა ის სცენარი, რომელიც დაიწერა ვატოპედის ირგვლივ ტალღების ასაზვირთებლად მხოლოდ და მხოლოდ ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება.

ვიღაცამ ვინც იძიებს პარლამენტის წევრების საქმიანობას, კომიტეტში განაცხადა: ”მთავარია მოვძებნოთ საბოლოო მიმღები. რაც ჩვენ გვაინტერესებს არის ის, რომ დავადგინოთ არის თუ არა რომელიმე პილიტიკოსი გარეული ამ საქმეში”

პარლამენტის რომელიღაც წევრს აინტერესებს ათონური მონასტერი ჩართულია თუ არა საქმიანობაში “პოლიტიკური ფულით”, მაგრამ ბატონი მანტუვალოსი მას იმედებს უცრუებს: “ჩვენ ვიცით ვინ არის საბოლოო მიმღები. ამაშია საქმე, ეს ფული რომ “შავი” იყოს მონასტრის არალეგალური საქმიანობიდან, ჩვენ მას დავაყადაღებდით, მაგრამ ფულის წარმომავლობა ცნობილია სესხი. ამ შემთხვევაში არავითარ დანაშაულს ადგილი არ აქვს.”

სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ არაფერი შეუსაბამო, დანაშაულებრივი, ოფშორული კომპანიები და ქრთამები არ არსებობს. სიტუაცია ძალიან ჰგავს შავი კატის ძებნას ბნელ ოთახში, მაშინ როცა ეს საწყალი კატა იქ არ იმყოფება,

საინტერესოა როგორ თხზავენ თავიანთი მიზნებისათვის ეს პოლიტიკოსები ურიცხვ სცენარებს და მითებს არარსებულ სკანდალზე, იმისათვის, რომ ამ შემთხვევას აქტუალობა შეუნარჩნონ.(!?)


ბერძნულიდან ინგლისურზე თარგმანი: ოლგა კოკინოსი, ჟურნალისტი.

ვებ გვერდი

Αρέσει σε %d bloggers: