ყოველგვარი შელამაზებისa და ორაზროვნების გარეშე

ყოველგვარი შელამაზებისa და ორაზროვნების გარეშე: იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმართლეს შეესაბამება ის, რომ საზოგადოებრივი ქონება საჩუქრად გადაეცა ვატოპედის მონასტერს, ეს ჭეშმარიტად დამსახურებული ჯილდო იქნებოდა!

სპიროს ბაზინასი

ვატოპედის შემთხვევაზე იმათ მხრიდანაც კი არასოდეს თქმულა შეულამაზებელი, პირდაპირი სიმართლე, რომლებიც განიხილავენ მას როგორც ოჯახის ნაწილს და თავს ვალდებულად თვლიან დაიცვან იგი. დიახ მე გავბედე შემევსო ეს სიცარიელე, რადგან ეს ჩემს წმიდათაწმიდა მოვალეობად ჩავთვალე. ძალიან ცოტამ თუ აღნიშნა თავის შეფასებებში, რომ თუნდაც ბერებს მართლაც ჩაედინათ ყველაფერი ის, რაშიც მათ ცილს სწამებენ, ჩვენ თავი მაინც ვალდებულად უნდა გვეგრძნო დაგვეცვა ისინი, ისევე როგორც ადამიანი იცავს თავის მამას ან ძმას, მიუხედავად იმისა თუ რა ჩაიდინეს მათ. წაიკითხეთ გაგრძელება…

კიდევ უფრო ცოტამ მონასტრის ამ დამცველთაგან განაცხადა, რომ მამებს სახელმწიფოს კანონებიც რომ დაერღვიათ, მათ არ შეუცოდავთ ღვთის წინაშე, რადგან ისინი განაგრძობენ ასკეტურ ცხოვრებას და მონასტრის ქონების გამოყენებას მომლოცველთათვის, “ღვთის ცხოვართათვის”. უკანონო ქმედება ყოველთვის არ ნიშნავს არაეთიკურ საქციელს. მშიერი ღატაკის მიერ პურის მოპარვა არ ჩაითვლება ამორალურად. აბრაამის მიერ ისააკის შეწირვა არ არის არაეთიკური საქციელი, არამედ პირიქით, მას გააჩნია განსაკუთრებული მორალური ღირებულება.

სამარცხვინო ანუ უკანონო ქმედება ვატოპედის მხრიდან არ განხორციელებულა. მონასტერს, როგორც ხალხის ფულადი სახსრების მცველს, უფლება აქვს და ვალდებულიც არის დაიცვას და განამრავლოს იგი. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ის მეთოდები, რომლითაც ეს ქმედება განხორციელდება, და ამას ყველაფერს შეფასება ათონის დიდმა ოჯახმა უნდა მისცეს. საყურადღებო და გასათვალისწინებელია, რომ თვით წმიდა ათანასე ათონელს დასდეს ბრალი, რომ იგი ძალიან დაკავებული იყო სხვადასხვა საქმიანობით და ასევე ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმ დროის პოლიტიკოსებთან. სასამართლოს განაჩენიც რომ იყოს, თითქოსდა ვატოპედს საზოგადოებრივი ქონება საჩუქრად უკანონოდ გადაეცა, რაც ჯერ კიდევ არავის დაუმტკიცებია, მონასტერი ამის ღირსი ნამდვილად იქნებოდა, რადგან იგი მთელ თავის ქონებას ბერძენ ხალხს ახმარს და მის ინტერესებს ემსახურება, განსხვავებით სახელმწიფოსაგან, რომელიც ხშირად გულგრილად ეკიდება, არადანიშნულებისამებრ იყენებს და დაუდევრობით ანადგურებს ხალხის ქონებას, ანუ არ მოქმედებს ისე, როგორც ვატოპედის მონასტერი.

სიმართლე უნდა ითქვას, რომ არავითარი ზიანი სახელმწიფოს არ მიდგომია და ამიტომაც არავითარი თაღლითობა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში ვატოპედის მხრიდან. ვატოპედი ის მონასტერია, რომელიც ეხმარებოდა სახელმწიფოს და არა პირიქით. ლტოლვილებისა და ღატაკების დასაბინავებლად ათასობიით აკრი მიწა გადაეცა სახელმწიფოს. 1.5 მილიონი აკრი მიწა გადასცა მთლიანად წმინდა მთამ საბერძნეთის სახელმწიფოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მე სახელმწიფოს მივცემ მილიონ ევროს, ხოლო სახელმწიფოსგან მივიღებ 100 ევროს ღატაკთა გამოსაკვებად, ამაში უკანონო და არაეთიკური არაფერია. და პირიქით, თუ სახელმწიფო მადანაშაულებს უკანონობაში, მე უფლება მაქვს მოვითხოვო საჩუქრის დაბრუნება გამოჩენილი უმადურობისათვის.

სახელმწიფო ინტერესი არ დაზარალებულა მიწების გაცვლითაც, რადგან ამას შედეგად უნდა მოჰყოლოდა საზოგადოებისთვის საკეთილდღეო მსხვილი პროექტების დასრულება, რასაც სახელმწიფო არ ან ვერ აკეთებს, მაშინ როდესაც მამები ხალხს ემსახურებიან თავიანთი უფლებაჩამორთმეული და ასკეტური ცხოვრებით. ამიტომაც პროექტი დაფინანსდა საბერძნეთის სახელმწიფოსა და ევროკავშირის მიერ.

ვატოპედი ასევე დაადანაშაულეს ტყის მასივებისა და არქეოლოგიური ტერიტორიების შესახებ არასწორი ინფორმაციის წარდგენაში. როგორი გაუნათლებელი, ხეპრე უნდა იყოს ადამიანი, ან შეგნებულად ბოროტის მოქმედი, რომელიც არ აღიარებს ათონის წმიდა მთის საყოველთაო ზრუნვას ტყის მასივებზე და არქეოლოგიურ ტერიტორიებზე, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით საბერძნეთის სახელმწიფოზე.

მიუხედავად ამისა, შესაძლო სკანდალი მზადდება საბნერძნეთის სახელმწიფოსა და ზოგიერთი ადამიანის მხრიდან. სახელმწიფომ მიითვისა ხალკიდიკიში არსებული ვატოპედის მონასტრის საკუთრება 35.000 აკრი მიწა, რის სანაცვლოდაც მონასტერს შესთავაზეს დაეთმო საკუთრების უფლება ვისტონიდას ტბაზე და მის შემოგარენზე. ამის შემდეგ სახელმწიფომ არ დაამტკიცა ვატოპედის საკუთრების უფლება ამ ტერიტორიაზე, რითაც არ დაუტოვა მონასტერს სხვა გზა გარდა იმისა, რომ თხოვნით მიემართა სასამართლოსათვის. როდესაც სახელმწიფო აპარატის სხვადასხვა წარმომადგენლობამ გაათვითცნობიერა მონასტრის უფლება, მათ შესთავაზეს ნაირ-ნაირი გადაცვლები სხვადასხვა ქონებაზე, ანუ სახელმწიფო მოქმედებდა მისთვის ჩვეული გაჭიანურების პრინციპით.

როგორც კი მასმედიისათვის ცნობილი გახდა ამ უთანხმოების შესახებ, და მათთვის ჩვეული აჟიტირებული და გაუფრთხილებელი ტონით აუწყეს საზოგადოებას, არავის ეყო ვაჟკაცობა სახელმწიფო მოხელეთაგან აეღო თუნდაც რაიმე სახის პასუხისმგებლობა, ამის მაგივრად ყველაფერი ვატოპედის მონასტერს გადააბრალეს. ეკლესიიდანაც კი არავინ გამოსარჩლებია მონასტერს ისე, როგორც პოლიტიკური გაერთიანება SYRIZA -ს (უკიდურეს მემარცხენეეები, ფაქტიურად კომუნისტები. მთარგ. შენიშვნა) ხალხი გამოესარჩლა თავიანთი თანაპარტიელის ყაჩაღობაში მხილებულ შვილს: “გთხოვთ შეიწყალოთ ამ ბიჭის ოჯახი”

ამ ცეცხლს ნავთი დაამატა მასმედიის საშუალებებმა, რომელთაც საკუთარი ფინანსური თუ პოლიტიკური მიზნების გამო მცდელობა არ მოაკლეს მთლიანად ეკლესიის დისკრედიტაციას და შეურაცხყოფას. ეს ის მანუგეშებელი ეკლესიაა, რომელიც ბერძნებმა ამ დევნის და ცილისწამების ჟამს მიატოვეს მსოფლიოში თუ ადგილობრივად საბერძნეთში ახალი მსოფლიო წესრიგის წარმომადგენელთა ამარა. მთელი ეს კამპანია აგორდა ისე, რომ წარმოეჩინათ თითქოს ქონება, რომელიც ეკლესიას ეკუთვნის, უკანონოდაა მითვისებული, რაც ისახავს შორსმიმავალ მიზანს: მონასტრების და საპატრიარქოების საერთოდ გაქრობას, რათა მათ ვერ შეძლონ ნუგეში სცენ და უმასპინძლონ იმათ, ვისაც ეს სჭირდება.

ნამდვილი სკანდალი კი ის არის, რაც ჩაიდინა წარმომადგენლობითი პალატის (?) (House of Representatives) საგამოძიებო კომიტეტმა, რომელმაც ორი ბერის უფლება _ დაეცვათ თავიანთი პოზიცია, შეაფასა როგორც “პალატისადმი უპატივცემულობა”. ეს სწორედ ის კომიტეტია, რომელსაც სურდა მის მიერ უკანონო ქმედებებში ეჭვმიტანილი ბერების “გამოჭერა” იმით, რომ არ დართო ნება მათ გამოეყენებინათ თავიანთი უფლება დაცვაზე და ამ უკანასკნელების ადვოკატები არ დაუშვეს მოსმენაზე. კომისიამ ასევე მოითხოვა ბერებს ეპასუხათ კითხვებზე და ეღიარებინათ ფაქტები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა მათი დადანაშაულება კანონმდებლობის აშკარა დარღვევაში.

პოლიტიკოსებს და სხვებს, რომელთა ცხოვრების წესი, რბილად რომ ვთქვათ, უღირსი და სამარცხვინოა, და რომელთაც თითქმის არაფერი გაუკეთებიათ თავიანთი სამშობლოსათვის, ეყოთ გამბედაობა დაედანაშაულებინათ ათონის წმინდა მთის ორი ბერი!!! სწორედ აი ეს არის უდიდესი სკანდალი.

მთელი ეს გამონაგონი ისტორია აგებულია მცდარ დაშვებებზე, თითქოს სახელმწიფოს ინტერესები დაირღვა ვატოპედის მონასტრისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემით. ეს ასევე მიმართული იყო მთავრობის (შენიშვნა: წინა მთავრობის, არა იმიტომ რომ ის კარგი იყო, არამედ იმიტომ, რომ ახალი წესრიგის გეგმა ყოველმხრივ მხარდაჭერილი უნდა ყოფილიყო) და ეკლესიის წინააღმდეგ. ეკლესიის დისკრედიტაციით იმათი მიზნები უნდა განხორციელებულიყო, რომლებიც საბერძნეთში თუ პლანეტის სხვა კუთხეებში მხარს უჭერენ მსოფლიოს ახალ წესრიგს.

ბერძნებმა უნდა გამოიღვიძონ და დაიცვან ის, რაც მათთვის ყველაზე წმინდა და ძვირფასია. მიზანში ამოღებულია არა მარტო ბერები, ვატოპედის მონასტერი ან თუნდაც მთელი წმინდა მთა, არამედ ეკლესია და საბერძნეთი მთლიანად, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან ახალი მსოფლიო წესრიგის მიმდევართა მცდელობებს რამოდენიმე ადამიანის ხელში მოაქციონ მთელი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება. სწორედ ამ ადამიანებს სურთ დააჩოქონ ბერძნები ადგილობრივ თუ უცხოელ მავანთა წინაშე.

ბერძნულიდან ინგლისური თარგმანი: ოლგა კოკინოსი, ჟურნალისტი.

ვატოპედის მეგობართა საზოგადოება: ძალიან თანამიმდევრული, შესაფერისი და დროული პასუხი ყველა იმ სიცრუეზე, რომელსაც ავრცელებენ სსფ-ს (საერთაშორისო სავალუტო ფონდი), და არა მარტო ამ ორგანიზაციის, ყურმოჭრილი მონები. (საიტის კომენტარი)

ვებ გვერდი

Αρέσει σε %d bloggers: