Βιντεοσκοπημένα στιγμιοτύπα από τον Εσπερινό της Αγάπης στην Μονή Βατοπαιδίου

ქრისტე აღდგა – Χριστός Ανέστη!

ათონის წმინდა მთის სამკურნალო მცენარეები

Hypericum perforatum

ათონის წმინდა მთის ენდემური ჯიშის რამოდენიმე მცენარეს აღმოაჩნდა ისეთი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო თვისებები, როგორიცაა რევმატიზმი, გულსისხლძარღვთა პრობლემები, ალერგიები და ა.შ.

იტალიელი მეცნიერების დახმარებით, რომელთა შორის გამორჩეულია ვიტერბოს უნივერსიტეტის პროფესორი რობერტო მიჩინილი, შეიქმნა ვატოპედის მონასტერთან არსებული ასეთ სამკურნალო მცენარეთა კვლევისა და შესწავლის ცენტრი. Διαβάστε τη συνέχεια του άρθρου »

ყოველგვარი შელამაზებისa და ორაზროვნების გარეშე

ყოველგვარი შელამაზებისa და ორაზროვნების გარეშე: იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმართლეს შეესაბამება ის, რომ საზოგადოებრივი ქონება საჩუქრად გადაეცა ვატოპედის მონასტერს, ეს ჭეშმარიტად დამსახურებული ჯილდო იქნებოდა!

სპიროს ბაზინასი

ვატოპედის შემთხვევაზე იმათ მხრიდანაც კი არასოდეს თქმულა შეულამაზებელი, პირდაპირი სიმართლე, რომლებიც განიხილავენ მას როგორც ოჯახის ნაწილს და თავს ვალდებულად თვლიან დაიცვან იგი. დიახ მე გავბედე შემევსო ეს სიცარიელე, რადგან ეს ჩემს წმიდათაწმიდა მოვალეობად ჩავთვალე. ძალიან ცოტამ თუ აღნიშნა თავის შეფასებებში, რომ თუნდაც ბერებს მართლაც ჩაედინათ ყველაფერი ის, რაშიც მათ ცილს სწამებენ, ჩვენ თავი მაინც ვალდებულად უნდა გვეგრძნო დაგვეცვა ისინი, ისევე როგორც ადამიანი იცავს თავის მამას ან ძმას, მიუხედავად იმისა თუ რა ჩაიდინეს მათ. წაიკითხეთ გაგრძელება…

Διαβάστε τη συνέχεια του άρθρου »

ემილიოს პოლიღენისი ვატოპედის არ არსებული ე.წ. სკანდალი

 

ემილიოს პოლიღენისი

ვატოპედის არ არსებული ე.წ. სკანდალი


ბევრი რამ მიანიშნებს იმას, რომ პოლიტიკური ინტრიგები და სხვა შავბნელი მიზნები არის მიზეზი იმისა, რომ ე.წ. ვატოპედის სკანდალის თემა დღემდე აქტუალურია. ეს ხალხი, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის ცილს სწამებს მართლმადიდებლობას, ათონის წმინდა მთას და საბოლოო ჯამში საბერძნეთს. ძალიან ბევრს დღემდე აინტერესებს: წაიკითხეთ გაგრძელება…

Διαβάστε τη συνέχεια του άρθρου »

დღესასწაული საუფლო კვართისა და ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტისა (1/14 ოქტომბერი)

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი საუფლო კვართის დაფლვის ადგილი

იმ წელს, როცა ქართლის სამეფო ტახტზე ადრეკი ავიდა, მცხეთაში ხმა გავარდა, იერუსალიმი სპარსელებმა დაიპყრესო. გლოვამ და წუხილმა მოიცვა ქართველი ჰურიანი, მაგრამ გამოხდა მცირე ხანი და ყველანი დამშვიდდნენ – შეიტყვეს, რომ „სპარსნი დასაპყრობად კი არ მოსულან იერუსალიმსა, არამედ საჭურველის ნაცვლად მოჰქონდათ სამეუფო ოქრო, მაკურნებელი მური და სურნელოვანი გუნდრუკი და ეძიებდნენ დავითის ტომის ყრმას. იპოვეს კიდეც მწირი ერთი, მწირი დედაკაცისაგან შობილი უდროო დროს და უადგილო ადგილას. იმ ყრმას სცეს თაყვანი და შესწირეს ძღვენი“. Διαβάστε τη συνέχεια του άρθρου »

დაწყება ინდიქტიონისა – ეკლესიურის ახლისა წელიწადისა (1 /14 სექტემბერი)

დაწყება ინდიქტიონისა – ეკლესიურის ახლისა წელიწადისა. ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე … ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული“ (ლკ. 4. 18-19).  აიკითხეთ გაგრძელება…

312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა (306-337) გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენციუსს (307-312), რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ. ამ ორი მოვლენის აღსანიშნავად უძველესი (როგორც ვარაუდობენ, I მსოფლიო კრების) დროიდან ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება.

შემდეგ თანდათანობით დამკვიდრდა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან, მაგრამ საეკლესიო ახალი წელი დღესაც იწყება და იდღესასწაულება 1 სექტემბერს. ამ დღეს წმიდა ეკლესია „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს“ შესთხოვს, „აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა“.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

წყარო